ბაკურ ავსაჯანიშვილი გუჯა ბურდულის გარდაცვალებას ეხმიანება

“მინდა, ყველამ იცოდეს, რომ უფალი ერთია ამ ქვეყანაზე, ცხოვრება ღირდა უფლის სიყვარულისთვის” - გუჯა ბურდული

80 წლის ასაკში, მსახიობი გუჯა ბურდული გარდაიცვალა.
“მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო. ქართულმა კინომ, კიდევ ერთი რაინდი დაკარგა, ღირსეული, ნამუსიანი, ნიჭიერი და უწესიერესი კაცი. ბატონმა გუჯამ ოთხმოცამდე ფილმში ითამაშა, თუმცა მისი სახელისა და გვარის გაგონებაზე, პირველად, თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე” გვახსენდება, სადაც მსახიობმა, ექიმი გელა ბენდელიანის დაუვიწყარი სახე შექმნა.
ყველა მამას შვილების დასარიგებლად კი, ერთი ანდერძი დაგვიტოვა: “არასოდეს არაფერი მოიპარო, შიმშილით რომ კვდებოდე, მაინც. სხვისი არაფერი შეგშურდეს მამა. ყველა ადამაიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გებრალებოდეს მაინც. ამიტომ, ნურავის ნუ გაიმეტებ.” - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა