მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

მდებარეობა, განლაგება, მუნიციპალური ცენტრი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ადმინისტრაციულად მცხეთა-მთიანეთის რეგიონს მიეკუთვნება.
მას სამხრეთ-აღმოსავლეთით დუშეთის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით ახალგორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ჯავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით კი - რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება. მუნიციპალიტეტის ფართობი 1081,7 კმ²-ა.


ბუნებრივ-კლიმატური პირობები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა დასახლებას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს. სიმაღლე ზღვის დონიდან ცვალებადია 1,700 მ-დან - 5,000 მ-მდე.  
ზამთარი ცივი და მშრალია, ზაფხული კი - გრილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 4,9 °C-ია, ხოლო ნალექების საშუალო წლიური მოცულობა - 800 მმ.
მუნიციპალიტეტში გავრცელებულ ბუნებრივ საფრთხეებს წარმოადგენს თოვლის ზვავები, ღვარცოფი, წყალდიდობა და მდინარეთა ნაპირების წარეცხვა. 

 

წიაღისეული და სხვა ბუნებრივი რესურსები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა სახის მოსაპირკეთებელი ძვირადღირებული გრანიტებით, ქვის საბადოებითა და ინერტული მასალებით. ხევში 48 მდინარე და უამრავი პატარა ღელეა. რაიონში ყველაზე დიდი და  წყალუხვი მდინარე თერგია, რომელიც  მილგახოხის მყინვარებიდან გამოედინება. ყაზბეგის რაიონში მრავლადაა ცირკული, დაკიდებული და ხეიმის ტიპის მყინვარები.

ხევის მდინარეები ტიპური მთის მდინარეებია, რომლებიც უმთავრესად მყინვარებიდან იკვებებიან. მუნიციპალიტეტში უამრავი მცირე ზომის ტბაა, განსაკუთრებულად აღსანიშნავი კი - თრუსოს ხეობაში. მრავლად მოიპოვება სხვადასხვა ტიპისა და შემადგენლობის მქონე მინერალური წყლები. აღსანიშნავია თრუსოს ხეობის, ჯვრის უღელტეხილისა და სოფელ ფანშეტის მინერალური წყლები.

თრუსოს ხეობაში არსებული მინერალური წყარო ,,კეტრისი’’ გამოცხადებულია როგორც ბუნების პადროლოგიური ძეგლი. ყაზბეგის რაიონში არსებული მინერალური წყლების მთელი კომპლექსი მნიშვნელოვანი ბუნებრივი  რესურსია, რაც სამედიცინო ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა.