ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N3 (28.02.2019) დადგენილებით, მერია, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სარეიტინგო ქულით 0-დან 100 000-მდე, პენსიონერებსა და ქრონიკულად დაავადებულებს მედიკამენტებით ეხმარება.
წლიური ლიმიტი (წლის განმავლობაში ეტაპობრივად) ბენეფიციარს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით განესაზღვრება.
მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
დ) ექიმის დანიშნულება (მედიკამენტების სახეობა);
ე) აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა;
ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ.
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის შუამდგომლობა
თ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრეაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სრული სოციალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: