ჯანდაცვის სფერო - საყოველთაო ჯანდაცვა
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვალს ამოქმედდა. პროგრამის მიზანი, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაა. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები, (გარდა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული და საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა. იმ ბრალდებული/მსჯავრდებული ადამიანებისა, რომლებიც იმყოფებიან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში) რომელთა სამედიცინო მომსახურების პირობები განსაზღვრულია დანართით N1.1 (საბაზისო პაკეტი). 2017 წლის 1 მაისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები: სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდათ.არ შეეზღუდათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება. 70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებსა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს: შეუნარჩუნდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი; არ შეეზღუდათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება. ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებს, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტი მცირედ შეეზღუდათ. კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, გადაუდებელი სერვისების დაფინანსება. საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს: შეუნარჩუნდათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება. მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ სარგებლობენ. დამატებითი პირობები: პროგრამის ფარგლებში, ყველა მოქალაქეს შეუნარჩუნდა მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემების და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები) სამკურნალო მედიკამენტები უფინანსდებათ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ დამატებით იხილეთ: