ბაკურ ავსაჯანიშვილი: ჩვენი უმთავრესი მოვალეობა არა თქვენი ცხოვრების მართვა, არამედ თქვენზე ზრუნვა და თქვენი ინტერესების გათვალისწინებაა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 28 თებერვილადნ დღემდე, შეხვედრები ოცამდე სოფელში გაიმართა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი, ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილეებსა და სოფლებში მერის სპეციალურ წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას სიონის, სტეფანწმინდის, კობისა და გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეხვდა.

მოეწყო სოფლების პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა საჯარო განხილვა.

საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად წყალი დასახელდა. თუმცა, ზოგიერთ სოფელში, სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების მონტაჟი და სოფლის შიდა გზის მოპირკეთება ისურვეს.
„ჩვენი უმთავრესი მოვალეობა არა თქვენი ცხოვრების მართვა, არამედ თქვენზე ზრუნვა და თქვენი ინტერესების გათვალისწინებაა. სოფლის მხარდაჭერის პროგამის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თავად მოსახლეობას შეუძლია შეარჩიოს მცირე, პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული  პროექტები. სწორედ ამიტომ, ყოველ სოფელში მოვალთ, მოვისმენთ  მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს, მათი მოგვარების გზებს კი,  ერთად მოვიძიებთ.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა