ბაკურ ავსაჯანიშვილი მოსახლეობას დედის დღეს ულოცავს

გილოცავთ გაზაფხულის პირველ დღესასწაულს, დედის დღეს 🌷

დღეს, ყველაზე ხშირად გაისმება სიტყვა „დედა“. სიტყვა, რომელმაც არ იცის ასაკი, გვაბრუნებს ბავშვობაში და გვაძლევს ძალას - გვიყვარდეს და გვწამდეს.
ქართული სიმღერა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ქართველი კაცი მეტივეებსაც კი უმღერდა, თუმცა ძველი, ხალხური სიმღერა დედაზე, არ გვაქვს. იქნებ იმიტომ, რომ დედამ დაასწრო “იავნანით” და ადგილი აღარ დაუტოვა სხვა მელოდიას..
უსახელოდ დაბადებული ყოველი ჩვილი, შეიძლება არ გაიზარდოს რუსთაველად, ვაჟად, ილიად, მაგრამ ჩვენში არიან დედები რომლებმაც გმირები გაზარდეს. სწორედ ამიტომ, დედის დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ამირან ჩაბაკაურის დედას, ქალბატონ ზოია ჩაბაკაურს.
ქალბატონმა ზოიამ გაზარდა შვილი, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, 2008 წელს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირა.
ბავშვის გაჩენა არის სიმამაცე, მაგრამ დედობა არის გმირობა. მეამაყება, რომ ხევს, არაერთი მრავალშვილიანი დედა ჰყავს. 30-ზე მეტი ოჯახი, რომელშიც ოთხი და მეტი ბავშვი იზრდება. გვყავს რვა და ცხრა შვილიანი, სამაგალითო ოჯახები.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველა დედას დედის დღეს და რადგან, „იავნანას ვერ მღერიან ძიძები, იავნანა დედამ უნდა იმღეროს!“, ვისურვებდი, ხევს, ჩვენი დედების იავნანაზე გაზრდილი, საამაყო მომავალი თაობა ყავდეს