ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ წრეებზე, გადასახადები უქმდება

ა(ა) იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრთან არსებულ წრეებზე, გადასახადები უქმდება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ მოზარდებს, ათამდე სხვადასხვა სახეობის კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებზე, გადასახადების გარეშე შეეძლებათ სიარული.

აღნიშნული საკითხი, ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილე ტარიელ ხულელიძესა და ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ, თამარ შიოლაშვილსა ერთად განიხილა.

„ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს, ვცდილობ, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი რაიონის ახალგაზრდობის ინტერესები და მიზნები.
ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. დაწყებითი განათლება სავალდებულო და უფასოა, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს, მე კი მინდა, არასავალდებულო, არაფორმალური განათლებაც უსასყიდლო იყოს მათთვის. 
ყველა ოჯახს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთდროულად რამდენიმე ფასიან წრეზე ატაროს პატარები. ასეთ დროს, შეიძლება, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაგვრჩეს ხელშეწყობის გარეშე და არც ამის ფუფუნება გვაქვს.. ხევს, განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ორიენტირებული მომავალი თაობა სჭირდება.

ვიმედოვნებ, ცენტრში მიღებული განათლება, თითოეული ბავშვის პირად თვისებებსა და მრავალმხრივ ნიჭებს განავითარებს, მოამზადებს სრულწლოვანების ასაკისთვის. კარგი იქნება, თუ დაამატებთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებას, შეიქმნება კლუბები: ლიდერთა სკოლა, წიგნის მოყვარულთა კლუბი, ლიტერატურული ჟურნალისტიკა, საოლიმპიადო მათემატიკა, აფლატინი, - რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდობა ისეთ კონცეფციებს სწავლობს, როგორიცაა ასაკი, გენდერი, ეროვნება, ეთნიკური კუთვნილება, ადამიანის უფლებები, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და რელიგია.“.