ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

ჩვენ უწმინდეს პატრიარქს, ილია II-ს, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრებიდან 44-ე წელს, ხანიერ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ, ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

პატრიარქის პირადი ღვაწლისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა საერთაშორისო დონეზე,

ჩვენი ეკლესიის გაძლიერება, სულიერების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების მშენებლობათა უპრეცედენტო ზრდა, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების განვითარება.

მრავალჟამიერ, თქვენო უწმინდესობავ!