აზბეგში, ახალი ტურისტული მულტიფუნქციური სივრცე - Terravino • ტერავინო გაიხსნა

ყაზბეგში, ახალი ტურისტული მულტიფუნქციური სივრცე - Terravino • ტერავინო გაიხსნა.

ის, “KTW ჯგუფის” ახალი, ღვინის სადეგუსტაციო, მულტიფუნქციური სივრცეა და სამ სართულზე, - ღვინის საცავს, პროფესიონალურ მაღაზია-სალონს, რესტორანს, ბარსა და ტერასას აერთიანებს.

“ტერავინოს” გახსნას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილი, ცნობილი ბიზნესმენები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

“გილოცავთ ახალ, მულტიფუნქციურ ტურისტულ სივრცეს. მიხარია, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, აქტიურად აგრძელებთ ბიზნეს საქმიანობას.

შეისწავლეთ ადგილობრივი ბაზარი, საინვესტიციო გარემო და თანამედროვე ყაბეგს, რომელიც არაჩვეულებრივ შესაძლებლობას იძლევა ბიზნესის დანერგვისა და განვითარებისათვის, ახალი ობიექტი შესძინეთ. მსოფლიოში არსებული გლობალური კრიზისის ფონზე, ეკონომიკის გაძლიერება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ, მე როგორც ამ მუნიციპალიტეტის მერს, განსაკუთრებულად მახარებს ახალი სამუშაო ადგილები და ახალი ინვესტიცია ჩვენ მხარეში. გისურვებთ წარმატებას და ვიმედოვნებ, ჩვენი ინიციატივებითა და თქვენი ჩართულობით, ბევრი სასიკეთო საქმის განხორციელებას შევძლებთ”.

- განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა.