გავლენიანი გამოცემა "Guardian"-ის მიერ დასახელებულ 12 ტურისტულ მიმართულებას შორის ყაზბეგიც მოხვდა

Guardian-მა საქართველო 2021 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.

”2021 წლის ჩემი სამოგზაურო ოცნება: მკითხველთა ტოპ 12 მიმართულება“, - ამ სათაურით პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian სტატიას აქვეყნებს.

ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი 12 ტურისტულ მიმართულებას ასახელებს, სადაც 2021 წელს Guardian-ის მკითხველი მოგზაურობას ისურვებდა.

სტატიაში მოხსენიებულ ტოპ-12 მიმართულებას შორისაა საქართველო.

"ჩემი სურვილია საქართველოში კვლავ ვიმოგზაურო, სადაც კვლავ აღტაცებული დავრჩები ყაზბეგის მონახულებით. იქაურ ბილიკებზე, სადაც სულიერი არ შეგხვდება მინდა სიარულით დავიღალო და შემდეგ აივნიდან ყაზბეგის მთის კალთებს გავხედო“, - წერს მოგზაური ჟურნალისტი ფრენკა ჰამელსი.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სტატიაში მოხსენიებულია ინგლისი, შოტლანდია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მავრიტანია და ფარერის კუნძულები.

#Guardian

#ყაზბეგი

https://www.theguardian.com/.../my-travel-dream-for-2021...