სოფელ კარკუჩის შიდა გზების რეაბილიტაცია
სოფელ კარკუჩაში შიდა გზები რეაბილიტირდა.
პროექტის ღირებულება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “ ჯიარჯი“ ახორციელებდა, 615 060 ლარს შეადგენს.
სოფელში ასევე მოგვარდა საინჟინრო კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემებიც. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ - ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე, რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე, მერის მოადგილეები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც კარკუჩაში მიმდინარეობს კარკუჩა-ჯუთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აღნიშნული გზის მოწესრიგება გაზაფხულიდან გაგრძელდება.