ვიზიტი დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე
ყაზბეგის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ- დავით ნოზაძესთან და მერის მოადგილე თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა.
მოინახულეს და დეტალურად გაეცნენ საბაჟო პუნქტის მუშაობის სპეციფიკას.
სახელმწიფო რწმუნებული დაინტერესდა გამშვები პუნქტის მუშაობით, რა უფლება-მოვალეობები აქვთ იქ დასაქმებულ პირებს და აქვთ თუ არა რაიმე სახის საჭიროება, რისი მოგვარებაც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზეა შესაძლებელი.
ასევე გაეცნენ თუ როგორ სრულდება საზღვარზე ის რეგულაციები, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კოვიდ-პანდემიის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
სახელმწიფო რწმუნებულმა დარიალის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.