სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021 გამართული საერთო კრებები

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრება 34 სოფლის მოსახლეობასთან გაიმართა.

კრებებზე განიხილეს და შეარჩიეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები.

შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

თითოეული სოფლის მოსახლეობამ, პრიორიტეტეტებსა და საჭიროებებზე მსჯელობის შედეგად, ხმათა უმრავლესობით გააკეთა არჩევანი, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა.

პროგრამის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამში 352 000 ლარია გამოყოფილი.

#სოფლისმხარდაჭერა2021

#ყაზბეგისმუნიციპალიტეტი