რაგბის კლუბი "ყაზბეგი"-ს მნიშვნელოვანი გამარჯვება
რაგბის კლუბმა "ყაზბეგმა" საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის პირველი ლიგის ფინალური ეტაპის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და რ/კ "ხვამლს" ანგარიშით - 21-20 სძლია.
აღნიშნული გამარჯვებით "ყაზბეგი" უმაღლესი ლიგის საგზურისათვის ბრძოლას განაგრძობს.
რ/კ "ყაზბეგს" წლევანდელ სეზონში 14 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და ორი ქულით ჩამორჩება თბილისის "არმიას".
უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელი, პირველი ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, სწორედ რაგბის კლუბ "ყაზბეგსა" და "არმიას" შორის გასამართ ბრძოლაში გაირკვევა.
გუნდი ისტორიული მიზნის მისაღწევად - უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, რაც პირველი შემთხვევა იქნება როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ისტორიაში.
ვულოცავთ მორაგბეებსა და მწვრთნელებს მნიშვნელოვან გამარჯვებას წარმატებას ვუსურვებთ!