ყაზბეგის მერიის განცხადება
გაცნობებთ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
გთხოვთ, ისარგებლოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მერიაში მობრძანდეთ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში.
ნებისმიერი წერილი/ განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: kancelariakazbegimunicipality@gmail.com
მერიის სამსახურებთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - http://kazbegi.gov.ge/worker/3
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - http://kazbegi.gov.ge/work
ჯანმრთელობას გისურვებთ და მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ მაქსიმალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაითვალისწინოთ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციები.