დედა ენის დღე
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციის 78-ე მუხლში შეტანილი იმ ცვლილების დამტკიცება, რომლის მიხედვითაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
აღნიშნული მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან საქართველოში 14 აპრილი დედაენის დღედ აღინიშნება.
ქართული ენა ერის თვითმყოფადობის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია! მისი შენარჩუნება და დაცვა ნებისმიერი ქართველის ვალია!
გილოცავთ დედა ენის დღეს!