ხევისბერის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერგეტის უბანში ხევისბერის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა.
წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 09 მაისს იწყება და 14 მაისს სრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 455 240 ლარს შეადგენს.
პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხისა და ნაკადმიმმართველი ბორდიურების მოწყობა, საავტომობილო გზის მოასფალტება, ასევე საყრდენი კედლების მოწყობა არსებული მიწის ვაკისის მდგაროდბის უზრუნველსაყოფად.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვის ბმულზე: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=396069&lang=ge