საქართველოს პირველობა ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში
საქართველოს პირველობა ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ჭიდაობის წრისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგით დასრულდა.
რეზო მარსაგიშვილი - საქართველოს 2021 წლის ჩემპიონია.
19-20 აპრილს ხაშურში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ყაზბეგიდან სხვადასხვა წონით კატეგორიაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ - ლაზარე გუჯარაიძე, ნიკოლოზ ქუქიშვილი და შოთა ხულელიძე.
ყაზბეგის მერია მოჭიდავეებსა და მწვრთნელებს ულოცავს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს!