დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს განვითარების პროგრამის - „ დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ - ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ალექსანდრე ზაგაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანთან, გაეროს განვითარების პროგრამა - დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის პროექტის მენეჯერთან - ნინო კაკუბავასთან, მერის მოადგილე - თამაზ ალიბეგაშვილთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელთან - ნიკოლოზ როსებაშვილთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა მუნიციპალიტეტში არსებული სიტუაცია, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები სხვადასხვა მიმართულებით.
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.
პროგრამა კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შემუშავებასა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით პანდემიისგან შექმნილი დამატებითი საჭიროებების შემსუბუქების კუთხით.
ყაზბეგის მერიის სახელით მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ ყველა პირს!