ყაზბეგის მერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ალექსანდრე ზაგაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო - „სინოფარმი"-ს ვაქცინით აიცრა.
ვაქცინა ყაზბეგის მერს სტეფანწმინდის სამედიცინო ცენტრში ყველა პროცედურის დაცვით გაუკეთდა.
"ვაქცინაცია პანდემიით გამოწვეული კრიზისის შეკავების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, კორონავირუსთან გამკლავება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით შევძლებთ დავასრულოთ ეპიდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს" - ალექსანდრე ზაგაშვილი.
ამ ეტაპისთვის სტეფანწმინდის სამედიცინო ცენტრში 18 ადამიანს ჩაუტარდა აცრა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!