ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა! 

 ა(ა) იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლი "ენძელები" (ხელმძღვანელი - ანა ფირანიშვილი) და მოწვეული ანიმატორები.

 1 ივნისი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, როგორც ბავშვთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია- დავიცვათ ბავშვის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები; მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა გაძლიერდეს ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯებესებისა და მათი დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

 ეს დღე ახსენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია ბავშვთა უფლებების დაცვა, რომ ყველა ბავშვი უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, იყოს ბედნიერი, შეეძლოს სრულფასოვანი განათლების მიღება, საყვარელი საქმიანობის არჩევა და მუშაობა.

 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა.

 პირველად ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წელს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ ეს დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.

 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებულ საფიქრალს წარმოადგენდა მსოფლიოსთვის მომავალ თაობაზე ზრუნვა, ბავშვთა პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ უპირველეს ამოცანად გაეხადათ ზრუნვა მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის.

 „ყველა ბავშვისათვის, ყველა ბავშვის უფლებებისათვის“