ადგილობრივ მოსახლეობას ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ჩაუტარდა

აზბეგის მერიის მხარდაჭერით ადგილობრივ მოსახლეობას თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია ჩაუტარდა.

 აქციის მიზანია კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.

 კონსულტაციისას დაცული იყო COVID 19 -თან დაკავშირებული სანიტარული რეგულაციები.

 მსგავსი აქცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კვლავ გაიმართება, თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსხლეობისთვის წინასწარ გახდება ცნობილი.

 გისურვებთ ჯანმრთელობას!