ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

სტეფანწმინდაში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოინახულა. 

შეხვდა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს. მათივე თქმით აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოეწყო გზის საყრდენი კედელი, შეიცვალა სასმელი წყლის მილები. ინტერნეტის სადენები და ლექტრო გადამცემი ხაზები გზის საფარის ქვეშ მოთავსდა. 

ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩის მნიშვნელოვანი მონაკვეთი - ცენტრიდან საკრებულოს შენობის ტერიტორიამდე დასრულების ეტაპზეა.