ფანშეტში რიტუალების სახლი შენდება
სოფელ ფანშეტში რიტუალების სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილესთან ერთად გაეცნო.
შენობა-ნაგებობა სოციალური შინაარსის ღონისძიებებისათვის არის განკუთვნილი და ის ერთდროულად 500- მდე ადამიანს უმასპინძლებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და 400 000 ლარს აჭარბებს.