სტეფანწმინდაში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სტეფანწმინდაში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ასფალტის ქვედა ფენა იგება. გზის სამოსის მოწყობის სამუშაოებს, წინ უსწრებდა ტოპოგრაფიული კვლევა. საფუძვლიანად შეფასდა ქუჩის მდგომარეობა. საპროექტო გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა მოსახლეობის რეკომენდაციები.
განხორციელდა ქვფენილის დემონტაჟი, შეიცვალა დაზიანებული კომუნალური არხები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ორასი ათას ლარს აჭარბებს.
მიმდინარე სამუშაოებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი გაეცნო.
მისივე თქმით, ურბანულ გარემოში რეაბილიტაციის პროცესს თან ახლავს ხმაური, მტვერი, მძიმე ტექნიკის მოძრაობით გამოწვეული ვიბრაცია და გადაადგილების შეფერხება, რის გამოც, თბილისის ქუჩის მაცხოვრებლებს მოთმინებისა და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.
პროექტის ღირებულება 1 200 000 ლარს აჭარბებს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.