ახალციხეში შვიდი ათას კვადრატულ მეტრამდე გზა მოასფალტდება
სოფლის შიდა გზის მოასფალტების სამუშაოები ახალციხეში, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დავით ნოზაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
აღსანიშნავია, რომ ახალციხეში, შიდა საუბნო გზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველად მიმდინარეობს და სოფელს, სულ მალე, შვიდი ათას კვადრატულ მეტრამდე მოასფალტებული გზა ექნება.
მოწესრიგებული წყლის სისტემით უკვე სარგებლობს ორმოცი ოჯახი, რაც მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებელთა კომფორტის, უსაფრთხოების, ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხის, მდგრადობისა და განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია.
პროექტის ღირებულება 𝟓𝟖𝟓 𝟎𝟎𝟎 ლარს აჭარბებს.