აჩხოტში ხუთ კილომეტრამდე გზა მოასფალტდება
სოფელ აჩხოტში, მასშტაბური პროექტი, შიდასაუბნო გზის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილესთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე, გზის მოფრეზვის სამუშაოები, აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერთან მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს. საერთო ჯამში, ხუთ კილომეტრამდე გზა მოეწყობა.
პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 700 000 ლარს აჭარბებს.
პროექტი, გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.