ყანობში სამ კილომეტრამდე გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
ყანობში სოფლამდე მისასვლელი და შიდა საუბნო სამ კილომეტრამდე გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე პირველად ეწყობა ასფალტიანი გზის საფარი. ამ ეტაპზე უკვე დასრულდა 116 მეტრი გზის საყრდენი კედლისა და გაბიონის მოწყობის სამუშაოები.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 600 000 ლარს აჭარბებს.
ყანობში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა მოინახულა.