ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
კეთდება მნიშვნელოვანი მონაკვეთი - ცენტრიდან საკრებულოს შენობის ტერიტორიამდე.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გზის საყრდენი კედლის მშენებლობას, სავალი ნაწილის მოასფალტებას და ელექტრო გადამცემი ხაზების / ინტერნეტის სადენების გზის საფარის ქვეშ მოთავსებას მოიცავს. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია გამწვანებული იყო ე.წ. კანადური ვერხვით, რომელიც ყვავილობისას, სახიფათოა ალერგიული ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ვერხვები მოიჭრა და ჩანაცვლდება ნაკერჩხლის ხეივნით.