გარბანში სოფლის შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოასფალტებისა და მოხრეშვის სამუშაოები, საერთო ჯამში, 𝟓 ᲙᲘᲚᲝᲛᲔᲢᲠᲐᲛᲓᲔ გზას ჩაუტარდა. შესრულებული პროექტები, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ამ ეტაპზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის 𝟗 ლოკაციაზე გრძელდება.