სიონში ისტორიული ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარეობს ისტორიული ძეგლის, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია.

განახლდება მონუმენტი, მემორიალური დაფა და მონუმენტთან მისასვლელი კიბეები. განხორციელდება დენდროლოგიური სამუშაოები; ტერიტორია განათდება ლამპიონებით.