ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო.საკითხთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალებს, რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებსა და სამართლებრივ გარანტიებს, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა, დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ესწრებოდა, მისივე თქმით, მიწის საკუთრების კანონიერად აღიარება, შეამცირებს დავებსა და კონფლიქტებს. გაზრდის ქონების ღირებულებას. მიწის სისტემური რეგისტრაცია, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიების, მთელი საქართველოს მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროექტით სარგებლობა მოქალაქეთათვის სრულიად უფასოა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აზომვითი სამუშაოები სტეფანწმინდის, სიონისა და სნოს ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება.