ბაკურ ავსაჯანიშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკს უმასპინძლა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკსა და საელჩოს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, ყაზბეგის ბუნებრივი სილამაზისა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გამოყენების გზებს იაპონელი ტურისტების მოსაზიდად, ასევე, იაპონიის კულტურული გამოცდილების პოპულარიზაციას ქართველი მოგზაურებისათვის.

ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზებას ორი ქვეყნის სამზარეულოს, მუსიკის, ცეკვისა და ხელოვნების საჩვენებლად. საინვესტიციო შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის. ბატონმა ელჩმა იაპონიის მაღალმთიანი რეგიონის ქალაქებსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების საკითხი განიხილა.

თავის მხრივ, ყაზბეგის მერმა, იაპონიის ელჩსა და საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის და მომავალი თანამშრომლობის საქმეში  მზაობა დაუდასტურა.