ახალციხეში წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

 

ახალციხეში წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილესთან ერთად მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე  გაეცნო. შეხვდა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ ახალციხეში შიდა საუბნო გზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები პირველად მიმდინარეობს და სოფელს, სულ მალე შვიდიათას კვადრატულ მეტრამდე ასფალტის საფარიანი გზა ექნება.  

40 ოჯახი მოწესრიგებული წყლის სისტემითა და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს, რაც მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებელთა კომფორტის, უსაფრთხოების, ცხოვრების გაუმჯობესებული ხარისხის, მდგრადობისა და განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანია.