ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილესთან ერთად, არშაში, ეგრეთწოდებულ ჩაბაკაურთ უბანში,  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილესთან ერთად, არშაში, ეგრეთწოდებულ ჩაბაკაურთ უბანში,

 მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, პირველად მოეწყობა ასფალტიანი გზის საფარი, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შეიცვალა სასმელი წყლის სისტემა. პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება ასი ათას ლარს აჭარბებს.

ყაზბეგის მერის განცხადებით სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი წყალი, გზა და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის,  მათი ჯანმრთელობისა და სასოფლო სამეურნეო ინიციატივების ქვაკუთხედია.