ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მიწის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს

ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე, მიწის მოშანდაკების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აკრძალულია  ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩის 8 ნომრიდან 16 ნომრამდე. მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის ქუჩის დასაწყისშიც.

პროექტის ფარგლებში შეფასდა ნიადაგი, მოწესრიგდა სანიაღვრე ინფრასტრუქტურა, მოიხსნა გრუნტის საფარი; ელექტო ენერგიის გადამცემი ხაზები გზის საფარის ქვეშ მოთავსდა, ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის დასაგებად.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი მოინახულა და მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.