შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები გარბანში, დასრულების ეტაპზეა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილესთან ერთად,
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

დასრულების ეტაპზეა შიდა საუბნო გზების მოწყობის სამუშაოები გარბანში, სადაც, შეფასდა ნიადაგი, მოწესრიგდა სანიაღვრე ინფრასტრუქტურა და ასფალტის საფარის პირველი  ფენა დაიგო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია.

გზის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ყანობში. ჩატარდა გეოტექნიკური შეფასება და საძირკვლის არმირება. მზადდება ყალიბი ბეტონის ჩასასხმელად.  პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია.

ყაზბეგის მერის განცხადებით, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარება და შიდასაუბნო გზების მოწესრიგება, ფუნდამენტური ნაბიჯია სოფლის მაცხოვრებელთა მდგრადი განვითარებისრებისა და საერთო პროგრესისათვის.