ყაზბეგში ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირი გაიმართა

ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა.

ტრადიციულ ჩემპიონატში, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-მდე უმცროსი ასაკის მოჭიდავე ასპარეზობდა, მათ შორის ყაზბეგის ჭიდაობის წრის 25 მოსწავლე.

ღია ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობილი მწვრთნელები, მსაჯები და ყოფილი სპორტსმენები.

აღსანიშნავი და საამაყოა მოხევე ფალავნების ბექა ბექაურის, ილია ხულელიძის, საბა კურკუმულისა და სანდრო ქირიკაშვილის მონაწილეობა, რომლებმაც შესაბამის წინით კატეგორიებში საპრიზო ადგილები დაიკავეს.


დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მისივე თქმით დიდი პატივია უმასპინძლო ისეთ მასშტაბურ ღონისძიებას, როგორიც ტარიელ ალიბეგაშვილის ტურნირია. გამორჩეულია ახალგაზრდა სპორტსმენების სწრაფვა დიდ სპორტში სათამაშოდ, დისციპლინა და ნიჭი, რაც გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ჭიდაობას ჩვენს ქვეყანაში უფრო დიდი მომავალი აქვს.