ყაზბეგში, გმირი, მორაგბე ტყუპი ძმების, ნუკრი და ვასიკო წიკლაურების სარაგბო ფესტივალი გაიმართა

ყაზბეგში, გმირი, მორაგბე ტყუპი ძმების, ნუკრი და ვასიკო წიკლაურების სარაგბო ფესტივალი გაიმართა. ტყუპების სახელობის სარაგბო ფესტივალი ყაზბეგში ყოველწლიურად ტარდება და ის 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების წიკლაურების სახელს ატარებს.

ფესტივალი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, აერთიანებს მოზარდებს მთელი საქართველოდან და შეახსენებს გმირების მემკვიდრეობას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ყოფილი მორაგბეები, მწვრთნელები, ტყუპების ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ რაგბი უფრო მეტია ვიდრე სპორტი, ის ვაჟკაცობის, მეგობრობის, თავდადებისაა და ეროვნული ღირებულებების სკოლაა.

რაგბის კლუბ ყაზბეგის ორგანიზებით გამართულ ფესტივალში, 24 გუნდი და 250 მდე მორაგბე მონაწილეობდა.