უფროსკლასელმა მოსწავლეებმა კობის წყლის წარმოების ქარხანა დაათვალიერეს


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ორგანიზებით, უფროსკლასელმა მოსწავლეებმა კობის წყლის წარმოების ქარხანა დაათვალიერეს. მოინახულეს საწარმოს ლაბორატორია;

ბოთლების სტერილიზაციის, წყლის ჩამოსხმის, შეფუთვისა და დისტრიბუციის პროცესები. საწარმოს თანამშრომლებისგან მოისმინეს თუ რა გზას გადის წყალი, გეოლოგიური წარმონაქმნიდან ჩამოსხმამდე.

მოსწავლეები ნარჩენების შემცირების, მასალების გადამუშავებისა და წყაროს წყლების დაცვის გზებს გაეცნენ. ტრადიციული სასწავლო გარემოს მიღმა, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულებით, საინტერესო გამოცდილება გაიზიარეს.