ბაკურ ავსაჯანიშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

დასრულების ეტაპზეა სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები გორისციხეში.

აქტიურად მიმდინარეობს სკვერის მოწყობა  ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში კაუჩუკის საფარიანი მოედნის, დასასვენებელი პავილიონის, ბორდიურებისა და განათების მოწყობა იგეგმება. დამონტაჟდება ტრენაჟორები და ატრაქციონები.

პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

ყაზბეგის მერის განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გუნდური თამაშებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს ახაგაზრდებში.