ბაკურ ავსაჯანიშვილმა  მოადგილესთან ერთად, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის პროცესი მოინახულა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა  მოადგილესთან ერთად, მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის პროცესი მოინახულა.   

შიდა სივრცეში კედლების სამღებრო და ჭერის მოწყობის, გარე პერიმეტრზე კი შემოღობვისა და ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მრავალფუნქციურ შენობაში კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაციული ნაწილი და მუნიციპალური ავტოპარკი განთავსდება.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 1 700 000 ლარია.

ყაზბეგის მერის განცხადებით კეთილმოწყობის სამსახურის ახალი ადმინისტრაციული შენობა მოსახლეობისათვის გაამარტივებს და მეტად ხელმისაწვდომს გახდის კომუნალურ მომსახურებას.