დუშეთში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს

შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესა და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

საუბარი შეეხო მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობას.

სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი დიდიძემ წარადგინა.

საჯარო კონსულტაციის დროს, სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების, ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ იმსჯელეს.

,,საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა განსაზღვრული. დოკუმენტების დამტკიცებამდე, მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირია სავალდებულო.