ბაკურ ავსაჯანიშვილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს შეხვდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს შეხვდა.

საუბარი შეეხო “საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტს”, რომლის მიზანია, მოზარდებში, მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება; ოჯახის წევრების ჩართვა შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონის ამაღლებისა და აღზრდის წახალისების საქმეში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

მედიაპედაგოგიკის ავტორმა, მერთან ერთად განიხილა საკითხები, რომლებიც მოხევე ბავშვების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, განათლების სისტემაში ტექნოლოგიების ინტეგრაციას, კლასგარეშე აქტივობების დანერგვისა და ადრეული განათლების საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრის შემდეგ, სტეფანწმინდის პირველ საჯარო სკოლაში “ეტალონი 2024” გაიმართა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ოცდათვრამეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. “წლის ეტალონის” ტიტული სოფელ არშის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.