სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

 მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი კუკულაძემ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილმა და ყაზბეგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო ღუდუშაურმა, შეხვედრის მსვლელობისას, ბიზნესის წარმომადგენლებს რეგიონსა და მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდვითარება გააცნეს, დეტალურად განიხილეს არსებული რეგულაციები.

 დამსწრეებს ჯანდაცვის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მაქსიმალურად დაიცვან კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ყველა სტანდარტი.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, განიხილეს ეპიდვითარებასა და რეგულაციებთან დაკავშირებული ყველა აქტუალური საკითხი.

 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, რათა დაცული იყოს სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული რეგულაციები.