სოფელ ჯუთამდე მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, თოვლისგან გაიწმინდა
სოფელ ჯუთამდე მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, თოვლისგან გაიწმინდა.
გზის წმენდის სამუშაოები ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილესთან ერთად, მოინახულა.
ბაკურ ავსაჯანიშვილის თქმით მკაცრი ზამთრის პირობებში, სოფლი რამდენიმე თვის განმავლობაშია იზოლირებული.
სეზონზე პირველად მოსახლეობისათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამოქმედდება, რომელიც ჯუთას მოსახლეობას, დაბის ცენტრთან და უახლოეს სოფლებთან დააკავშირებს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე ჯუთას საავტომობილო გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რთული რელიეფისა და სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია, მოქმედებს სპეციალური წესი.