სოფელ კარკუჩაში საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა

სოფელ კარკუჩაში საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.

უხვმა თოვლმა და ტემპერატურის ცვალებადობამ სოფელ კარკუჩაში ზვავის გააქტიურება გამოიწვია, რის შედეგადაც, საავტომობილო გზა ჩაიხერგა.
სტიქიის საფრთხის მოხსნისთანავე, ყაზბეგის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკურმა ჯგუფმა გზის წმენდის სამუშაოები განახორციელა.
ადგილზე იმყოფებოდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს მოადგილესთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე სოფლის გზა გაწმენდილია, ხოლო მოძრაობა აღდგენილი.