ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ადმინისტრაციული შენობა ექნება

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ადმინისტრაციული შენობა ექნება.

პროექტი მიმდინარეა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 1 700 000 ლარია.

მრავალფუნქციურ შენობაში კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაციული ნაწილი და მუნიციპალური ავტოპარკი მოეწყობა.

მშენებლობის პროცესი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ყაზბეგის მერის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსახლეობისათვის უფრო გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის კომუნალურ მომსახურებას.