ყაზბეგის მერიაში მუნიციპალიტეტის 2025-28 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების შესახებ იმსჯელეს
ყაზბეგის მერიაში მუნიციპალიტეტის 2025-28 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების შესახებ იმსჯელეს.
პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, ხელი შეუწყოს მდგრად განვითარებას და უზრუნველყოს რესურსების ეფექტიანი გამოყენება. პროცესი, როგორც წესი, მოიცავს დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს, მონაცემთა ანალიზს და ექსპერტებთან თანამშრომლობას.
მუნიციპალური პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე. გაუმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, ინკლუზიური მმართველობა, ეკონომიკური მაჩვენებელი და ინფრასტრუქტურა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრა, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, რწმუნებულების მიერ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი. დოკუმენტში ის მიზნები და პრიორიტეტები აისახება, რომლებიც ყაზბეგის სპეციფიკურ საჭიროებებსა და გამოწვევებზეა მორგებული.