ბაკურ ავსაჯანიშვილი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
საუბარი შეეხო სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების სახელმწიფო პროგრამას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მონიტორინგსა და მის ეფექტიანად განხორციელებას.
საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე მოსარგებლეების ჩართვის ორგანიზებას, მათ ეკიპირებასა და კეთილსინდისიერ მუშაობას.
ყაზბეგის მერმა ისაუბრა მიმდინარე საკითხებზე რომლებიც მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას, დასუფთავებას, სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, გარე განათებასა და სანიაღვრე სისტემების სრულფასოვან ფუნქციონირებას შეეხება.